Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სებ-მა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა
GBC news
26 May 2016, 15:46

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

რუსთაველის თეატრის ფოიეში გამართულ ისტორიული ექსპონატების გამოფენაზე ქვეყნის მთავარმა ბანკმა ეროვნული ვალუტის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკის, მისი განვითარების დონის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა წლების ემისიის ლარის ბანკნოტები და მონეტები წარმოადგინა.

გამოფენა რუსთაველის თეატრში დილიდან გაიხსნა და დამთვალიერებელს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ვალუტის - ლარის პირველი ემისიის მიმოქცევის ბანკნოტები და მონეტები, საკოლექციო დანიშნულების მონეტები, ლარის ბანკნოტებისაგან შექმნილი სუვენირები, განახლებული ლარისა და ეროვნული ვალუტის სიმბოლოს ფოტონამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და ქართული ფულის გამოფენას უმასპინძლა.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი